"ტორონტომ" "ბოსტონი" უპრობლემოდ დაამარცხა და ლიდერობა გაიმყარა
15:07, 05.04.2018
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის დასრულებამდე 4 სათამაშო დღე რჩება.
“ტი დი გარდენში” წაგებული მატჩის შემდეგ “ბოსტონს” ამჯერად საკუთარ არენაზე უმანძლა და იოლად 18 ქულის სხვაობით 96-78 სძლია. ტორონტოელთა შორის 16 ქულით საუკეთესო დემარ დეროუზანი გამოდგა. კაელ ლაურის ანგარიშზე 13 ქულაა. 15 ქულით დაასრულა მატჩი სერჟ იბაკამ. ასევე 15 ქულა ჰქონდა ფრედ ვანვლეს.
სტუმართა შორის 21 ქულით მარკუს მორისი გამოირჩა. 17 ქულა ჩაიწერა პირად აქტივში გრეგ მონრომ. ალ ჰორფორდმა 16 ქულა შესძინა საკუთარ გუნდს. 78 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ აღმოსავლეთ კონფერენციას “ტორონტო” ლიდერობს. “ბოსტონი” მას 3 მოგებით ჩამორჩება.
მესამე პოზიციას კი “კლივლენდი” და “ფილადელფია” ინაწილებენ, რომლებსაც 48-48 მოგება აქვთ.
დეტროიტი – ფილადელფია 108-115
ორლანდო – დალასი 105-100
ატლანტა – მაიამი 86-115
ნიუ ორლეანი – მემფისი 123-95
ლეიკერსი – სან ანტონიო 122-112 (ოვერტაიმი)