საშინაო მატჩებში წარმატებით ასპარეზობას განაგრძობენ აღმოსავლეთ კონფერენციის რეგულარული სეზონის გამარჯვებული “ტორონტო რეპტორსი” და “ვაშინგტონ ვიზარდსი”. ტორონტოელებმა საკუთარ “ეარ კანადა ცენტრში” დედაქალაქური კლუბი 108-98 დაამარცხეს და სერიაში 3-2 დაწინაურდა.
დუეინ კეისის გუნდის წარმატებაში მთავარი როლი დემარ დეროუზანმა შეასრულა (32 ქულა). 17 ქულითა და 10 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა კაელ ლაურიმ. 18 ქულა დააგროვა დელონ ვრაიტმა. სტუმართა შორის საუკეთესო ჯონ ვოლი იყო ( 26 ქულა).
“ვაშინტონის გამთამაშებელს სამმაგ დუბლამდე 1 პასი და 1 მოხსნა დააკლდა. 20 ქულით დაასრულა შეხვედრა ბრედლი ბილმა. 10 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი ჩაიწერა პირად აქტივში მარცინ გორტატმა. სერიის მომდევნო, რიგით მეექვსე მატჩი ვაშინგტონში 28 აპრილს ჩატარდება.