„ტორონტო“ „მემფისთან“ გაცვლას განიხილავს, რომელშიც გასოლი, კონლი და კაელ ლაური ფიგურირებენ
„ტორონტო“ „მემფისთან“ გაცვლას განიხილავს, რომელშიც გასოლი, კონლი და კაელ ლაური ფიგურირებენ

ამერიკულ მედიაში აქტიურად საუბრობენ მარკ გასოლისა და მაიკ კონლის შესაძლო გაცვლასთან დაკავშირებით.

ეჭვი გასოლის მიერ მიცემულმა ინტერვიუმ გაამყარა, სადაც კალათბურთელმა კარიერაში შესაძლო ცვლილებებზე მიუთითა. გავრცელებული ინფორმაციით, მემფისის ცენტრის საკუთარ გუნდში ხილვა „ტორონტოს“ სურს, მეტიც – „რეპტორსს“ სუპერგაცვლის განხორციელება უნდა, რაც მაიკ კონლისა და გასოლის კანადაში გადააბარგებს, ხოლო ამის სანაცვლოდ, მემფისი იონას ვალანჩუნასს და კაელ ლაურის მიიღებს. აღნიშნულ ინფორმაციას „სპორტს ილუსტრეიდის“ (Sports illustrated) ჟურნალისტი ჯეიკ ფიშერი ავრცელებს.

რამდენად დააინტერესებს „გრიზლის“ ხელმძღვანელობას აღნიშნული წინადადება, რთულად პროგნოზირებადია. გაცვლის საბოლოო თარიღი 7 თებერვალია.