„ბოსტონი“ 2:0 დაწინაურდა, „დენვერმა“ „იუტას“ 1:3-დან მოუგო - ნბა, პლეი ოფი (ვიდეო)
სერიის მეშვიდე მატჩი გაიმართა „დენვერისა“ და „იუტას“ წყვილში და გამოვლინდა დასავლეთი კონფერენციის ნახევარფინალში „კლიპერსის“ მეტოქე. ეს არის „დენვერი“, რომელმაც მოკრძალებული შედეგიანობის მატჩში 80:78 მოიგო.
„დენვერი“ გახდა მე-12 გუნდი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში, რომელმაც პლეი ოფის სერია 1:3 ჩამორჩენის შემდეგ მოიგო.
ბოლოს ასეთი რამ ლიგაში 2016 წელს მოხდა, როცა „კლივლენდმა“ ფინალურ სერიაში დაამარცხა „გოლდენ სტეიტი“.
მეორე რაუნდი
აღმოსავლეთი
ტორონტო-ბოსტონი 99:102 (28:28, 20:22, 30:20, 21:32)
ტ: ანუნობი (20+7 მოხსნა), ვანვლიტი (19+7 პასი), სიაკამი (17+8 მოხსნა+6 პასი), ლაური (16+7 პასი), მ. გასოლი (6) – სასტარტო; იბაკა (17+9 მოხსნა), პაუელი (4), ბუშე (0), დევისი (0).
ბ: ტეიტუმი (34+8 მოხსნა+6 პასი), სმარტი (19), უოკერი (17), ბრაუნი (16+8 მოხსნა), ტაისი (3+9 მოხსნა) – სასტარტო; რ. უილიამსი (11), გ. უილიამსი (2), უონამეიკერი (0), ოჯელეი (0).
სერია: 0-2
პირველი რაუნდი
დასავლეთი
დენვერი-იუტა 80:78 (26:21, 24:15, 15:24, 15:18)
დ: იოკიჩი (30+14 მოხსნა), მიურეი (17), მორისი (7), გრანტი (3), მილსეპი (2) – სასტარტო; პორტერი (10+9 მოხსნა), კრეიგი (7+7 მოხსნა), ჰარისი (4), პლამლი (0).
ი: მიტჩელი (22+9 მოხსნა), გობერი (19+18 მოხსნა), კონლი (8+7 პასი), ინგლსი (7+8 მოხსნა), ო’ნილი (5) – სასტარტო; კლარკსონი (10), ნიანგი (6), მორგანი (1).
სერია: 4-3