თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ ოთხმატჩიანი წაგებათა სერია ბერლინის „ალბასთან“ შეწყვიტა #1TVSPORT
თორნიკე შენგელიამ ტრავმის მოშუშების შემდეგ ევროლიგაზე მეორე მატჩი გამართა. მისმა „ვირტუსმა“ ბოლონიაში ბერლინის „ალბას“ უმასპინძლა და ოთხმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა.
პირველი ტაიმის შემდეგ ბოლონიელებმა 11-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და მატჩი ისე ჩაამთავრეს, რომ გამარჯვებულის ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებიათ. 85:76 „ვირტუსის“ სასარგებლოდ.
თორნიკე შენგელიამ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 26 წუთი ითამაშა, რა დროშიც 9 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი ჩაიწერა. „ვირტუსისა“ და, საერთოდ, მატჩის ბომბარდირი კაელ ვიმსი გახდა – 16 ქულა.
ბოლონიელებს 13 ტურის შემდეგ 5 მოგება აქვთ და მე-14 ადგილზე არიან. მომდევნო ეტაპზე 8 საუკეთესო გუნდი გადის. „ვირტუსი“ ევროლიგაზე მომდევნო მატჩს 16 დეკემბერს შინ ისრაელის „მაკაბის“ წინააღმდეგ გამართავს.