თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ იტალიის ჩემპიონატის რეგულარული ეტაპი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ იტალიის ჩემპიონატის რეგულარულ ეტაპზე პირველობა მის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდა. ბოლონიელები „ტრევიზოს“ ესტუმრნენ და 113:76 დაამარცხეს.
იყო მომენტი თორნიკეს გუნდი 40:14-ს იგებდა… შენგელიამ მოედანზე 22 წუთი გაატარა, 11 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.
„ვირტუსს“ იტალიის ჩემპიონატში 25 მატჩი აქვს მოგებული და 6 ქულით უსწრებს მეორეადგილოსან „მილანს“. ფინალში, დიდი ალბათობით, სწორედ ეს გუნდები ითამაშებენ. რეგულარულის მოგებას მოედნის უპირატესობისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.