თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ იტალიის ჩემპიონატის ფინალური სერიის პირველი მატჩი გამართა [ვიდეო] #1TVSPORT

იტალის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში ბოლონიის „ვირტუსი“, სადაც საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია თამაშობს, „მილანოსთან“ საკუთარ მოედანზე 62:66 დამარცხდა. ბოლონიელებმა პირველი მეოთხედი 3 ქულით წააგეს, მეორეში მდგომარეობა ოდნავ გამოასწორეს, მეოთხედი 2 ქულით მოიგეს და დიდ შესვენებაზე გასვლამდე მინიმალური ანგარიშთ (27:28) აგებდნენ.

მასპინძლებმა თამაში კვლავ არადამაჯერებლად განაახლეს, სწორედ მესამე მეოთხედი აღმოჩნდა გადამწყვეტი – შეხვედრის ეს მონაკვეთი სტუმრებმა 9-ქულით – 22:13 მოიგეს და დასკვნითი მეოთხედის წინ კომფორტული 10-ქულიანი სხვაობით დაწინაურდნენ.

მეოთხე მეოთხედში „ვირტუსი“ კი შეეცადა მდგომარეობის გამოსწორებას, დასკვნითი 10-წუთეული 6 ქულითაც მოიგო, მაგრამ ეს საბოლოო გამარჯვებისთის საკმარისი არ აღმოჩნდა.

თორნიკე შენგელიამ შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო, ჩვენი ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 27 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა.

ფინალური სერიის მეორე მატჩი 10 ივნისს, კვლავ „ვირტუსის“ მოედანზე გაიმართება, ფინალური სერია 3 მოგებამდეა.