თორნიკე შენგელიას ვირტუსმა იტალიის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში მესამე მატჩი მოიგო და ანგარიში გაათანაბრა [ვიდეო] #1TVSPORT
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში ფინალური სერია მეტად დრამატულად მიმდინარეობს. თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“ „მილანს“ ჯერ 0:2 ჩამორჩა, მაგრამ გაუთანაბრა, შემდეგ 2:3-ს აგებდა, თუმცა ამჯერადაც გაუთანაბრა. მეექვსე შეხვედრა ბოლონიაში გაიმართა და მასპინძელი „ვირტუსის“ დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა – 85:66.
მოგების მიზეზების საძიებლად თამაშში ზედმეტად ჩაღრმავება საჭირო სულაც არ არის – ხუთ კალათბურთელს ქულათა მონაგარი 10-დან 14-მდე ჰქონდა. მატჩის ბომბარდირი 14 ქულით მარკო ბელინელი გახდა, ხოლო თორნიკე შენგელიამ 10 ქულა ჩააგდო. ეს ყველაფერი „ვირტუსის“ გუნდურ თამაშზე მიუთითებს.
შენგელიას სრული სტატისტიკა ასეთი იყო: 17 წუთი, 10 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა. თოკომ 7-დან 5 ორქულიანი გამოიყენა.
იტალიის ჩემპიონატის ფინალური სერიის მეშვიდე, გადამწყვეტი მატჩი 23 ივნისს მილანში გაიმართება.