თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ ევროლიგაზე „მილანი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ ევროლიგაზე „მილანს“ სძლია და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიცია გაიმყარა. ბოლონიელებმა შინ „მილანი“ დაძაბულ ბრძოლაში 86:79 დაამარცხეს.
ისევე როგორც წინა მატჩებში, გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ. მის ანგარიშზე 28 წუთში 14 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა დაფიქსირდა. ბოლონიელთაგან მასზე მეტი მხოლოდ დანიელმა იფე ლუნდბერგმა ჩააგდო – 18 ქულა.
„ვირტუსს“ ევროლიგაზე 6 მოგება და 2 წაგება აქვს. მომდევნო შეხვედრას კი 17 ნოემბერს „პანათინაიკოსთან“ სტუმრად გამართავს.