თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“ იტალიის თასის ფინალში „ბრეშასთან“ დამარცხდა #TVSPORT
„ბრეშამ“ იტალიის თასის გათამაშება ფავორიტი „მილანის“ ძლევით დაიწყო და ფინალურ მატჩში თორნიკე შენგელიას „ვირტუსს“ შეხვდა. ბრეშელებმა ფინალიც მაღალ დონეზე ჩაატარეს, ბოლონიური კლუბი 84:76 დაამარცხეს და იტალიის თასს დაეუფლნენ.
ტიტულის მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა იტალიის ნაკრების ფორვარდმა, ამადეო დელა ვალემ, რომელმაც 26 ქულა ჩააგდო. თორნიკე შენგელიას სტატისტიკა ასეთი იყო: 28 წუთი, 12 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი.
ამ მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანი გეზს ამსტერდამისკენ აიღებს, სადაც საქართველოს ნაკრებს შეუერთდება.