თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“ ევროლიგაზე „ჟალგირისთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ევროლიგის მე-17 ტურში სტუმრად „ბარსელონას“ დამარცხების შემდეგ თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ ლიეტუვის „ჟალგირისს“ უმასპინძლა. ეს გუნდი ბოლონიელების უშუალო კონკურენტია პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლაში. ლიეტუველებმა გამართული კალათბურთი ითამაშეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს – 87:77.
თორნიკე შენგელიამ მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და 23 წუთში 4 ქულა, 2 მოხსნა და თითო-თითო ჩაჭრა-პასი მოაგროვა. მატჩის ბომბარდირი ბოლონიელი მილოშ ტეოდოშიჩი გახდა. მის ანგარიშზე 21 ქულაა.
„ვირტუსს“ 18 ტურის შემდეგ 8 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა. თავის მხრივ, „ჟალგირისი“ 10 მოგებით მეშვიდე პოზიციაზეა. პლეი ოფში საუკეთესო რვა გუნდი გადის.