თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიის“ დიდების დარბაზში შეიყვანენ #1TVSPORT
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ბოლონიის „ვირტუსის“ დიდების დარბაზის წევრი გახდება, – ამის შესახებ ინფორმაცია იტალიურმა კლუბმა გაავრცელა.
ქართველი კალათბურთელის პატივსაცემად სპეციალური ცერემონია 6 ნოემბერს, ევროლიგის მატჩის დროს გაიმართება, რომელშიც „ვირტუსი“ „დუბაის“ უმასპინძლებს. შენგელია ბოლონიაში დაბრუნდება და კლუბის გულშემატკივრების წინაშე სპეციალურ ჯილდოს მიიღებს.
შენგელია Virtus 100 Hall of Fame-ის წევრი გახდება. ეს პროექტი კლუბის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება და მიზნად ისახავს იმ ადამიანების დაფასებას, რომლებმაც „ვირტუსის“ ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ბოლონიურ გუნდში 2022-2025 წლებში თამაშობდა და მისი ერთ-ერთი ლიდერი იყო. შენგელიამ „ვირტუსთან“ ერთად 2022 წელს – ევროთასი, ხოლო 2025 წელს იტალიის ჩემპიონატი მოიგო. გარდა ამისა, ქართველი კალათბურთელი იტალიის ჩემპიონატის ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დასახელდა.
თორნიკე შენგელია ამჟამად „დუბაიში“ თამაშობს, ის გუნდის წევრი 2026 წლის ზაფხულში გახდა.
𝐇𝐀𝐋𝐋 𝐎𝐅 𝐅𝐀𝐌𝐄 | 𝐕𝐈𝐑𝐓𝐔𝐒 𝟏𝟎𝟎
In occasione della sfida di EuroLeague 🆚 Dubai, 𝐓𝐨𝐤𝐨 𝐒𝐡𝐞𝐧𝐠𝐞𝐥𝐢𝐚 tornerà a Bologna e verrà celebrato con il suo ingresso nella 𝐕𝐢𝐫𝐭𝐮𝐬 𝟏𝟎𝟎 𝐇𝐚𝐥𝐥 𝐨𝐟 𝐅𝐚𝐦𝐞.
#Virtus100 https://t.co/ypmJgcjMPu
— Virtus Bologna (@VirtusBo) November 3, 2026