თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ სტუმრად „ბრეშა“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის 24-ე ტურის შეხვედრაში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ სტუმრად „ბრეშას“ დაუპირისპირდა და პრინციპულ შეხვედრაში 87:73 გაიმარჯვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 18 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. შენგელიამ შეხვედრის დამთავრება ვერ მოახერხა, რადგან მეტოქესთან კონფლიქტის გამო მოედნიდან გააძევეს.
„ბრეშასთან“ გამარჯვებით „ვირტუს ბოლონია“ იტალიის ჩემპიონატში პირველ ადგილზე გადავიდა. ამ მომენტისთვის ბოლონიელებს 17 გამარჯვება და 7 მარცხი აქვთ.