თორნიკე შენგელიას შვიდი ქულა და ცხრა მოხსნა „ბილბაოსთან“ მოგებულ მატჩში
გუშინ ესპანეთში „ლიგა ენდესა“ განახლდა. ჩემპიონატის ფინალური ეტაპი თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ წარმატებით დაიწყო. ვიტორიული გუნდი ვალენსიაში „ბილბაოს“ დაუპირისპირდა და მეტოქეს დიდი ანაგრიშით 64-87 სძლია.
თორნიკე შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო. ბასკონიელთა ქართველმა კაპიტანმა მოედანზე 26 წუთი დაჰყო და 7 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა. თორნიკემ 7-დან 3 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 5 სამქულიანი კი ააცილა.
„ბასკონიას“ რიგებში საუკეთესო შედეგი ლუკა ვილდოზამ დააფიქსირა. მის ანგარიშზე 20 ქულა და 5-5 მოხსნა-პასია. 12 ქულით დაასრულა მატჩი ჯეისონ გრეინჯერმა, ხოლო 10 ქულა მიითვალა აჩილ პოლონარამ.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 12 გუნდი ასპარეზობს, რომლებიც 2 ჯგუფად არიან გაყოფილნი. 19 ივნისს „ბასკონია“ გიორგი შერმადინის „ტენერიფეს“ დაუპირისპირება.