საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ვითიბი ლიგაზე მორიგი მატჩი გამართა. მისი ცსკა ნიჟნი ნოვგოროდს ესტუმრა და ამავე სახელწოდების გუნდი ოცი ქულის სხვაობით დაამარცხა – 83:63.
ქართველმა ფორვარდმა მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და ცსკა-ში გადასვლის შემდეგ პირადი რეკორდი დაამყარა – 22 ქულა ჩააგდო. თოკოს სრული მონაგარი ასეთი იყო: 21 წუთი, 9-დან 6 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი, 4-დან 4 საჯარიმო, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა. 22 ქულით თორნიკე მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა.
ვითიბი ლიგაზე ცსკა-ს 9 მოგება, 2 წაგება აქვს და მეორე ადგილზეა. პირველია „ზენიტი“ – 9 მოგება, 1 წაგება.