თორნიკე შენგელიას სამმაგ დუბლამდე ერთი პასი დააკლდა [ვიდეო] #1TVSPORT

„Სუპერშენგელიას წინამძღოლობით „ვირტუსმა“ „დინამო სასარი“ დაამარცხა“, – ასეთი სათაური აქვს სტატიას იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ოფიციალურ საიტზე. ბოლონიელებმა 80:66 გაიმარჯვეს.

თორნიკე შენგელიას კი ძალიან ცოტა დააკლდა სამმაგ დუბლამდე. მან 30 წუთში 10 ქულა, 12 მოხსნა და 9 პასი მოაგროვა.

ეს იყო ბოლონიური კლუბის მეოთხე მატჩი და მეოთხე გამარჯვება მიმდინარე სეზონში. შენგელიას მომდევნო მატჩი 27 ოქტომბერს ევროლიგაზე ფრანგული „ლიონის“ წინააღმდეგ ელის.