თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი საკმარისი არ აღმოჩნდა - „ვირტუს ბოლონია“ „პანათინაიკოსთან“ დამარცხდა #1TVSPORT
საკალათბურთო ევროლიგის მეცხრე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ ათენის „პანათინაიკოსს“ ესტუმრა და 76:90 დამარცხდა.
მატჩის სამი მეოთხედი თანაბარი გამოვიდა და გადამწყვეტი უპირატესობა ვერცერთმა გუნდმა მოიპოვა. ბერძნებმა მეტოქის წინააღმდეგობა მხოლოდ უკანასკნელ მეოთხედში დაძლიეს, დაცვაში თამაშს მოუმატეს და მეოთხედი 28:13 მოიგეს.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი იტალიური გუნდის რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან მოედანზე 30 წუთი გაატარა, რა დროშიც ორმაგი დუბლი შეასრულა – 17 ქულა, 11 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება.
„ვირტუს ბოლონიის“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი ქულა მარკო ბელინელიმ დააგროვა – 20. რაც შეეხება მასპინძლებს, მათი გამარჯვება კონსტანტინოს მიტოგლუს შესანიშნავმა თამაშმა განაპირობა, რომელსაც 24 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა.
ამ მომენტისთვის თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიას“ ევროლიგაზე 6 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს.