თორნიკე შენგელიას ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა - „ვირტუსი“ პლეი ოფის ნახევარფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
ბოლონიის „ვირტუსმა“, რომელშიც საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია თამაშობს, იტალიის ჩემპიონატის პლეი ოფის მეოთხედფინალის მესამე შეხვედრა „ბრინდიზის“ წინააღმდეგ სტუმრად ჩაატარა და დაძაბულ ბრძოლაში 100:95 მოიგო.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, მოედანზე 25 წუთი გაატარა, რა დროშიც 17 ქულა (6-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 5-დან 4 საჯარიმო), 9 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა.
ამ გამარჯვებით „ვირტუსმა“ სერია 3:0 მოიგო და იტალიის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.