იტალიის ჩემპიონატში მოულოდნელად დამარცხდა თორნიკე შენგელიას ვირტუსი. ბოლონიური კლუბი ბრინდისის ესტუმრა და 75:83 დათმო.
ბრინდისელთა გამარჯვება მნიშვნელოვნად განაპირობა კამერუნელი ბაიეჰეს კარგმა თამაშმა, რომელმაც 25 ქულას 10 მოხსნა მიამატა.
შენგელიას კი დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა: 25 წუთი, 14 ქულა, 9 მოხსნა.
ვირტუსს იტალიის ჩემპიონატში 9 ტურის შემდეგ 7 მოგება აქვს და პირველობას იყოფს გიგა ჯანელიძის ვენეციასთან.
თავის მხრივ, ვენეციელებმა ბოლო ტურში რეჯო ემილიას სძლიეს – 90:70. ჯანელიძემ 3 წუთი ითამაშა.