თორნიკე შენგელიას მორიგი აღიარება - ქართველი ფორვარდი იტალიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო კალათბურთელია #1TVSPORT
თორნიკე შენგელიას მორიგი აღიარება - ქართველი ფორვარდი იტალიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო კალათბურთელია #1TVSPORT

 

თორნიკე შენგელია იტალიის ჩემპიონატში ოქტომბრის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა. მან ეს აღიარება შედეგიანი და წარმატებული თამაშით მიიღო.

თოკოს „ვირტუსი“ ხუთიდან ხუთი მოგებით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. ქართველის მონაგარი ასეთია:

საშუალოდ თამაშში – 14,5 ქულა, ორქულიანების სიზუსტე – 65,4%, სამქულიანების – 50%, საჯარიმოების – 75%. 6,3 მოხსნა, საიდანაც 5,3 დაცვაზე მოდის. 3,8 პასი, საშუალო რეიტინგი – 19,5, ხოლო წუთები – 23,5.

შეგახსენებთ, რომ ამ კვირაში თორნიკე ევროლიგის ოქტომბრის MVP-დაც დაასახელეს.