თორნიკე შენგელიას ლიდერობით „ვირტუსმა“ „ვენეცია“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
იტალიის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩი გამართა ბოლონიის „ვირტუსმა“, სადაც ორი კვირის წინ საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია გადავიდა. „ვირტუსმა“ „ვენეციას“ უმასპინძლა და 81:77 მოუგო.
თორნიკემ შეხვედრა სასტარტოში დაიწყო, მოედანზე 30 წუთი გაატარა, რა დროშიც თავის გუნდს 15 ქულით, 7 მოხსნითა და 2 პასით შეეწია. 16 ქულა ჩააგდო შენგელიას თანაგუნდელმა დანიელ ჰაკეტმა, რომელიც „ვირტუსმა“ ასევე ცსკა-დან დაიმატა.
„ვირტუსი“ სერია A-ში 36 ქულით მეორე ადგილზეა. შენგელიას გუნდი მომდევნო მატჩს „რეჯანას“ წინააღმდეგ 27 მარტს გამართავს.