თორნიკე შენგელიას ლიდერობით „ვირტუსმა“ იტალიის თასის ფინალის საგზური მოიპოვა #1TVSPORT
თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ „ტორტონა“ 90:65 დაამარცხა და იტალიის თასის ფინალში გავიდა, სადაც „ბრეშასა“ და „ვარეზეს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. მეოთხედფინალის შემდეგ მთავარ ფავორიტად სწორედ „ვირტუსი“ მიიჩნევა, რადგან ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „მილანმა“ პირველივე წრეში დათმო „ბრეშასთან“. ფინალი 19 თებერვალს გაიმართება.
„ტორტონასთან“ შენგელია ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან 19 წუთში 18 ქულა ჩააგდო, 8-დან 7 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო გამოიყენა. 18 ქულას მან 3 პასი და 2 მოხსნა მიამატა.
20 ქულით მატჩის ბომბარდირი მარკო ბელინელი გახდა, რომელმაც 9-დან 4 სამქულიანი ჩააგდო.