საკალათბურთო „ევროლიგის“ რეგულარული სეზონის დასრულებამდე ხუთი ტური დარჩა და პლეი-ოფში მოსახვედრად იბრძვის „ბასკონიაც“. ვიტორიულმა კლუბმა გუშინ „ვალენსია“ მისსავე მოედანზე, ანგარიშით 81-71 დაამარცხა და საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.
ბასკთა მთავარი კონკურენტი თელ ავივის „მაკაბია”, რომელმაც თავისი შეხვედრა, ასევე სტუმრად, „ეფესთან“, 94-81 მოიგო და თორნიკე შენგელიას გუნდს ერთი მოგებით უსწრებს. რაც შეეხება “ვალენსია”-“ბასკონიას” დაპირისპირებას, ის საკმაოდ საინეტერსო გამოდგა. აღსანიშნავია, რომ თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ანგარიში თანაბარი (71-71) იყო. დარჩენილ დროში კი, სტუმრებმა 10-0 გაქცევა მოაწყვეს და საჭირო გამარჯვება ჩაიწერეს აქტივში.
მიმდინარე სეზონში ერთერთი ყველაზე დაბალი სტატისტიკური მაჩვენებელი ჰქონდა „ბასკონიას“ ქართველ კაპიტანს. შენგელიამ მოედანზე გატარებულ 21:49 წუთში 7 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. ბასკებს მარსილინიო უერტასმა ულიდერა. ბრაზილიელმა გამთამაშებელმა 19 ქულა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. 16 ქულა და 9 მოხსნა მოიპოვა იოჰანეს ვოიტმანმა. 26-ე ტურში „ბასკონია“ საკუთარ დარბაზში კაუნასის „ჟალგირისს“ უმასპინძლებს.
გუშინ გამართული ტურის დარჩენილი ორი მატჩი ასე დასრულდა:
„ხიმკი“-„ოლიმპია“ 77-86
„რეალი“-„პანათინაიკოსი“ 92-75