თორნიკე შენგელიას დანკი, ევროლიგის მე-12 ტურის TOP10-ში მოხვდა [ვიდეო]

ევროლიგამ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე, რეგულარული სეზონის მე-12 ტურის 10 საუკეთესო მომენტი განათავსა. მასში მერვე ადგილი „ბასკონიას“ ქართველი ფორვარდის, თორნიკე შენგელიას ჩატენვამ დაიკავა.
მე-12 ტურში „ბასკონიამ“ სტუმრად 81:79 „მაკაბი“ დაამარცხა. შენგელიას მონაგარი – 20 ქულა და ხუთი პასი იყო. ესპანური კლუბი ხუთი მოგებითა და შვიდი წაგებით მე-11 ადგილზეა.