თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ვითიბი ლიგაზე მეცხრე მატჩი გამართა და მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა. მოსკოველებმა „ენისეის“ უმასპინძლეს და 97:88 დაამარცხეს.
შეხვედრა ბოლო პერიოდამდე თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, მეოთხე რაუნდი კი მასპინძელთა დიდი უპირატესობით წარიმართა – 33:19.
შენგელიამ მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, 21 წუთი ითამაშა და 9 ქულა მოაგროვა. მის ანგარიშზე 3-დან 2 ორქულიანი და 8-დან 5 საჯარიმოა. 9 ქულას თორნიკემ 4 მოხსნა და 2 პასი მიამატა.
მის გუნდში ყველაზე მეტი 16-16 ქულა შვედსა და გრიგონისს ჰქონდათ.
ქართველის გუნდი მომდევნო მატჩს ევროლიგაზე 29 დეკემბერს ბერძნული „ოლიმპიაკოსის“ წინააღმდეგ გამართავს.