თორნიკე შენგელიას „ცე ეს კაში“ გადასვლა წლის მთავარ ევროპულ ტრანსფერად დასახელდა
ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა საკალათბურთო გამოცემამ, „ეუროჰუპსმა“ ევროპაში წლის ათი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსფერი დაასახელა და პირველი ადგილი ქართველი სპორტსმენის „ცე ეს კაში“ გადასვლას მიაკუთვნა.
„ეჭვგარეშეა. რომ საუკეთესო ათეულში პირველი ადგილი „ბასკონიას“ ლიდერის, შენგელიას რუსულ „ცე ეს კაში“ გადასვლას უჭირავს. მოსკოვში მისი ჩასვლით, გუნდის თამაში მნიშვნელოვნად შეიცვლება და გაძლიედება“, – წერს ეუროჰუპსი.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია ბასკონიაში 2014 წლიდან ასპარეზობდა და გასულ სეზონში კი გუნდთან ერთად ესპანეთის ჩემპიონობა იზეიმა.