ევროლოგის მე-5 ტურში თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ „ლიონ-ვილერბანს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით, 63:66 დამარცხდა.
მარცხის მიუხედავად, თორნიკე შენგელია ორივე გუნდის კალათბურთელთა რიგებში საუკეთესოდ დასახელდა.
ქართველმა ლეგიონერმა 30 წუთი ითამაშა და ამ პერიოდში 17 ქულით, 7 მოხსნით, 2 გადაცემითა და 1 დაფარებით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო.
მომდევნო ტურში, 2 ნოემბერს „ბასკონია“ მიუნხენის „ბაიერნს“ შეხვდება.