თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ მადრიდის „რეალთან“ ბოლო წამებზე წააგო
„ევროლიგის“ მე-18-ე ტურში დასანანი მარცხი განიცადა ბასკონიამ. თორნიკე შენგელიას გუნდი, რეალის დამარცხებასთან საკმაოდ ახლოს იყო. მადრიდში გამართული შეხვედრის ბოლო წუთებზე, სტუმრები ხუთი ქულის სხვაობით ლიდერობდნენ, ხოლო თამაშის დასრულებამდე 11 წამით ადრე, როდესაც ანგარიში 73-73 იყო, შეტევა ბასკონიელებს ჰქონდათ. როდრიგ ბობუამ, სამქულიანი ტყორცნა ააცილა. შეტევაში, შენგელიამ მოხსნა ბურთი, მაგრამ თოკოს ნატყორცნი არაზუსტი აღმოჩნდა. საპასუხო იერიში კი, რუდი ფერნანდესმა შორეული ორქულიანით დაასრულა და თავის გუნდს 75-73 მოაგებინა. ვიტორიული კლუბის ქართველმა კაპიტანმა, ძირითად ხუთეულში დაიწყო და 25:25 წუთში, 9 ქულა და 8 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.“ ბასკონიას“ 18 ქულით, როდრიგ ბობუამ ულიდერა. გამარჯვებულ „რეალში“ კი 13-13 ქულა, ტრეი ტომპკინსმა და ფაბიენ კოზიემ მოაგროვეს. მადრიდული კლუბი, „ფენერბახჩესთან და „პანათინაიკოსთან ერთად, მესამე-მეხუთე ადგილებს იყოფს. ბასკონია, 8 მოგებით და 10 მარცხით, ამ ეტაპზე, მე-9-ე პოზიციაზეა. მომდევნო ტურში, პედრო მარტინესის გუნდი, ხვალ საკუთარ დარბაზში, მილანის „ოლიმპიას“ უმასპინძლებს.