ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში „ბასკონიამ“ მეშვიდე მარცხი განიცადა . ვიტორიულმა კლუბმა, ტენერიფეს „იბეროსტართან“ 74-86 წააგო. მარცხის მიუხედავად, ბასკურ კლუბში საუკეთესო კვლავ ქართველი კაპიტანი გახლდათ.
თორნიკე შენგელიამ 25 ქულა, რვა მოხსნა გააკეთა და მოედანზე ისევ გამორჩეული იყო. შენგელიამ 7-დან ექვსი ორქულიანი, 5-დან სამი სამქულიანი და 8-დან ოთხი საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. ქართველი მძიმე ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტმა კი 28 შეადგინა. სამწუხაროდ, შენგელიას შესანიშნავი თამაში „ბასკონიას“ მოსაგებად არ ეყო. სტუმრებმა მეორე ტაიმი აშკარად ჩააგდეს და ბოლო წუთებზე, მას თამაშის გადარჩენის შანსი მეტოქემ აღარ მისცა.
პედრო მარტინესის გუნდი, მარცხის მიუხედავად, საპლეიოფო ზონაში რჩება. „ბასკონია“ ლიგა ენდეეზას ეგიდით, მორიგ შეხვედრას საკუთარ მოედანზე, „რეალ ბეტისის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.