თორნიკე შენგელიას 19 ქულა სერია A-ში და გამარჯვება ოვერტაიმში [ვიდეო] #1TVSPORT
იტალიის ჩემპიონატში მორიგი ტურის მატჩი გამართა ბოლონიის „ვირტუსმა“, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია თამაშობს.
ბოლონიელები საკუთარ მოედანზე „ტრენტოს“ შეხვდნენ. თამაში დაძაბული გამოდგა, გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი გახდა საჭირო. ძირითადი დრო 82:82 დასრულდა, დამატებით ხუთწუთიან ტაიმში მასპინძლებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს, 13:6 მოიგეს და საბოლოოდ, შეხვედრაც მათი გამარჯვებით 95:88 დასრულდა.
საკმაოდ კარგი მატჩი ჰქონდა თორნიკე შენგელიას. ჩვენი ნაკრების კაპიტანი სასტარტოში იყო, 28 წუთი ითამაშა და ამ დროში ორმაგი დუბლი შეასრულა (19 ქულა, 11 მოხსნა), რასაც 5 პასიც დაუმატა.