თორნიკე შენგელიას 18 ქულა და„ბასკონიას“ დამაჯერებელი გამარჯვება „ბარსელონასთან“
თორნიკე შენგელიას 18 ქულა და„ბასკონიას“ დამაჯერებელი გამარჯვება „ბარსელონასთან“

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, 19-ე ტურში. „ბასკონიამ“, პრინციპულ მეტოქესთან, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ბასკურმა კლუბმა, ვიტორიაში, „ბარსელონა“ დიდი სხვაობით, ანგარიშით 96-72 დაამარცხა. მასპინძლებმა, გადამწყვეტი უპირატესობა, პირველივე მეოთხედში მოიპოვეს, რომელიც 31-7 მოიგეს. მეტოქის არაერთი მცდელობის მიუხედავად, „ბასკონიამ“ სოლიდური ჰანდიკაპი შეინარჩუნა და „ლიგა ენდეზაში“ 12-ე გამარჯვება იზეიმა.

თორნიკე შენგელიამ, „ბარსას“ 18 ქულა ჩაუგდო, რასაც, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრაც დაუმატა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი, როდირგ ბობუასთან ერთად, მოედანზე საუკეთესო გახლდათ. ამ გამარჯვების შემდეგ, „ბასკონია“ სატურნირო ცხრილში 5-ე ადგილზე იმყოფება.