თორნიკე შენგელიას ცსკა აქტიურ მოსამზადებელ პროცესშია. მოსკოველები ამჯერად სანკტ პეტერბურგს ესტუმრნენ და „ზენიტი“ ორი ქულის სხვაობით 80:78 დაამარცხეს.
„მატჩი კარგად დავიწყეთ, იყო მომენტები ორნიშნა სხვაობითაც ვიგებდით, მაგრამ ბოლოს მეტოქეს დაწევის უფლება მივეცით და წაგებას გადავურჩით. კალათბურთი სპორტის ის სახეობაა, სადაც წამით მოდუნებაც არ შეიძლება“, – განაცხადა მატჩის შემდეგ ცსკა-ს ბერძენმა მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა.
თორნიკე შენგელიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და კვლავ შედეგიანი იყო. მან 20 წუთში 13 ქულა, 4 მოხსნა და თთო პასი-დაფარება გაიფორმა. არც სროლის სიზუსტე დაეწუნებოდა: 3-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი, 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
მის გუნდში ყველაზე მეტი, ტრადიციულად მაიკ ჯეიმსმა ჩააგდო – 19 ქულა, რასაც 8 შედეგიანი გადაცემა მამატა. „ზენიტში” 21 ქულით საუკეთესო პანგოსი იყო.
ცსკა-ს მომდევნო მატჩი 11 სექტემბერს ისევ პეტერბურგში „ავტოდორთან“ ელის.
კლუბის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა მოკლე ვიდეოკლიპი სახელწოდებით „გზა“.