ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში, მე-10-ე ტურის რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. ბოლო პერიოდში, საგრძნობლად მოუმატა „ბასკონიამ“.
თორნიკე შენგელიას გუნდმა, საკუთარ დარბაზში, „ბილბაო“ მიიღო და უპრობლემოდ, ანგარიშით 94-71 დაამარცხა. მასპინძელთა ქართველმა კაპიტანმა, ძირითად ხუთეულში დაიწყო და 21 წუთში: 12 ქულა და 3 მოხსნა გააკეთა.
გამარჯვებულ გუნდში, საუკეთესო მაჩვენებელი მეტ ჯენინგს ჰქონდა. ამერიკელმა კალათბურთელმა, 20 ქულა მოაგროვა. ბასკურმა კლუბმა, „ლიგა ენდეზაში“ ზედიზედ მე-5 თამაში მოიგო და სატურნირო ცხრილში მე-6-ე ადგილზე გადავიდა. პედრო მარტინესის გუნდის მომდევნო მეტოქე, ბექა ბურჯანაძის „ანდორა“ იქნება.