„ფუენლაბრადასთან“ საკუთარ არენაზე მოულოდნელად წაგებული მატჩის შემდეგ, თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში „ვალენსიას” 85-74 სძლია.
ვიტორიული გუნდის კაპიტანი ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში იყო და გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი გამოდგა, რომელიც მასპინძლებმა 33-20 მოიგეს.
ქართელმა ფორვარდმა მოედანზე 33:06 წუთში გაატარა და ამ დროის განმავლობაში 10 ქულა, 6 მოხსნა (3 შეტევაში), 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. შენგელიამ 7-დან 2 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
„ბასკონიას“ 10 ტურის შემდეგ 5-5 მოგება-წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს ვიტორიელები 30 ნოემბერს სტუმრად „ანდორასთან“ ჩაატარებენ.