ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ესპანურ „ბარსელონას“ უმასპინძლა. მატჩი თავიდან ბოლომდე თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და სტუმართა გამარჯვებით 88:75 დასრულდა.
თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 27 წუთი გაატარა. ამ დროში მან 10 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.
„ბარსელონას“ გამარჯვება უმთავრესად ამერიკელი ლეგიონერის კორი ჰიგინსის დამსახურებაა, რომელმაც 25 ქულა მიითვალა.
20 ტურის შემდეგ ცსკა-ს 15 მოგება აქვს და პირველ პოზიციაზეა. მეორეა „ბარსელონა“ ერთით ნაკლები მოგებით.
თორნიკეს თანაგუნდელები მომდევნო მატჩს 22 იანვარს ისევ შინ თურქული „ფენერბაჰჩეს“ წინააღმდეგ გამართავს.