თორნიკე შენგელიამ „ზენიტთან“ 10 ქულა ჩააგდო და ევროლიგაზე მეთორმეტედ მოიგო (ვიდეო)
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ევროლიგაზე მორიგი მატჩი გამართა. მისმა ცსკა-მ სანკტ-პეტერბურგის „ზენიტს“ უმასპინძლა და დიდი სხვაობით, 83:65 დაამარცხა.
ანგარიშიდანაც ჩანს, რომ მოსკოველების უპირატესობა სოლიდური იყო. მათ ძირითად შემადგენლობაში გახლდათ შენგელია, რომელმაც 29 ქუთში 10 ქულა, 2 პასი და თითო მოხსნა-ჩაჭრა მოაგროვა. თოკომ 5-დან 2 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
მატჩის ბომბარდირი მისი თანაგუნდელი მაიკ ჯეიმსი გახდა – 20 ქულა.
ცსკა-ს ევროლიგის წლევანდელ გათამაშებაში 12 მოგება, 3 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილის სათავეშია.