ვითიბი ლიგაზე მე-11 მატჩი გამართა თორნიკე შენგელიას ცსკა-მ. მოსკოვური კლუბი სანკტ-პეტერბურგს ესტუმრა და ბევრისთვის მოულოდნელად, დამარცხდა – 68:81.
თორნიკე სასტარტო ხუთეულში იყო და 18 წუთში 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. შენგელიას ანგარიშზე 7-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმოა.
20 ქულით მატჩის ბომბარდირი ზენიტელი ჯიმი ბერონი გახდა.
8 მოგებითა და 3 წაგებით ცსკა ვითიბი ლიგაზე მე-3 ადგილზეა.