საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ პირველი საკონტროლო მატჩი გამართა.
მისი ცსკა-ს მოწინააღმდეგე მბა იყო, რომელმაც ევროლიგელებს ღირსეული წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 59:107 დამარცხდა.
თორნიკე შენგელიამ 10 წუთი ითამაშა, 3 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.
ცსკა-ს შემადგენლობაში ვიხილეთ 19 წლის ქართული წარმოშობის გამთამაშებელი ანტონ კარდანახაშვილი, რომელმაც მატჩი თითო მოხსნა-პასი-ჩაჭრით დაასრულა.