თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ვითიბი ლიგაზე პოლონურ „ზელონა გორას“ უმასპინძლა და 105:73 სძლია.
თოკო სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და ეფექტურადაც გაისარჯა. მისი მონაგარი ასეთი იყო: 18 წუთი, 18 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი. შენგელიამ 8-დან 8 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ამ მაჩვენებლით ის ცსკა-ს ბომბარდირი გახდა. მატჩის სნაიპერობა კი „ზელონა გორას“ მსროლელმა გაბრიელ ლუნგბერგმა იკისრა – 22 ქულა ჩააგდო. ეს სწორედ ის ლუნგბერგია, რომლის წინამძღოლობითაც დანიელებმა ევრობასკეტის შესარჩევზე ლიეტუვა დაამაცხეს.
თორნიკეს გუნდს ვითიბი ლიგაზე 9 მატჩიდან 7 მოგება აქვს. მომდევნო შეხვედრას უკვე ევროლიგაზე – 11 დეკემბერს რუსულ „ხიმკისთან“ გამართავს.