თორნიკე შენგელიამ იტალიის ჩემპიონატის ნახევარფინალი მოგებით გახსნა [ვიდეო] #1TVSPORT
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში ნახევარფინალური სერიები დაიწყო. თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“ „ტორტონას“ ეთამაშება. სერიის პირველი მატჩი ბოლონიაში გაიმართა და მასპინძელი „ვირტუსის“ გამარჯვებით დასრულდა – 84:61.
თორნიკემ 23 წუთი ითამაშა, 10 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. შენგელია სროლის მაღალი სიზუსტით გამოირჩა – 2/2 ორქულიანი, 1/1 სამიანი და 6/3 საჯარიმო ჩააგდო.
სერიის მეორე მატჩი ისევ ბოლონიაში გაიმართება – 30 მარტს.
მეორე ნახევარფინალში „მილანი“ „დინამო სასარის“ ეთამაშება და 1:0-ს უგებს.