თორნიკე შენგელიამ იტალიის ჩემპიონატის გადამწყვეტ ფინალში 13 ქულა ჩააგდო #1TVSPORT
იტალიის ჩემპიონი საკალათბურთო კლუბი „მილანი“ გახდა. ეტორე მესინას გაწვრთნილმა გუნდმა ფინალურ სერიაში თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“ 4:3 დაამარცხა.
გადამწყვეტი, მეშვიდე შეხვედრა მილანში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით – 67:55 დასრულდა.
ბოლონიელებმა განსაკუთრებით სუსტად მესამე პერიოდი ჩაატარეს, რომელშიც მხოლოდ 5 ქულა ჩააგდეს. რაც შეეხება შენგელიას, მან 32 წუთი ითამაშა, 13 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ამ მაჩვენებლით იგი „ვირტუსის“ ბომბარდირი გახდა, მასზე მეტი კი მხოლოდ მილანელმა ჯიჯი დატომემ ჩააგდო – 16.