თორნიკე შენგელიამ იტალიის ჩემპიონატის ფინალში „მილანთან“ 17 ქულა ჩააგდო #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ „ვირტუსთან“ ერთად იტალიის ჩემპიონატის ფინალური სერიის მეორე მატჩი გამართა. ბოლონიელები მილანს ესტუმრნენ და ამავე სახელწოდების გუნდთან 76:79 დამარცხდნენ.
ბოლო წუთები მეტად თანაბარი გამოდგა, გამარჯვების კარგი შანსი „ვირტუსსაც“ ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ მატჩი მილანელთა გამარჯვებით დასრულდა და სერიაშიც 2:0 დაწინაურდნენ.
ბოლონიელთა შემადგენლობაში საუკეთესო შენგელია იყო: 28 წუთში 17 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. მატჩის ბომბარდირი კი „მილანის“ ფორვარდი შეივონ შილდსი გახდა – 18 ქულა.
სერიის მომდევნო ორი მატჩი ბოლონიაში გაიმართება – 14 და 16 ივნისს. სერია ოთხ მოგებამდეა.