თორნიკე შენგელიამ ილიას ზუროსის „პრომითეასი“ საბერძნეთში დაამარცხა #1TVSPORT
თორნიკე შენგელიამ ილიას ზუროსის „პრომითეასი“ საბერძნეთში დაამარცხა #1TVSPORT

ევროთასის მერვე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“ ილიას ზუროსის „პრომითეასს“ ესტუმრა და 83:61 სძლია.

შედეგი ლოგიკური იყო, რადგან თოკოს გუნდი შეჯიბრების ფავორიტთაგანია, „პრომითეასი“ კი B ჯგუფში ბოლო, მეათე ადგილზეა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელ ილიას ზუროსს ბერძნულ გუნდში ძლიერი შემადგენლობა არ ჰყავს შეკრებილი და 15-დან მხოლოდ 4 მატჩი აქვს მოგებული.

ვინაიდან პირველივე ტაიმში გამოჩნდა, რომ „ვირტუსი“ ქალაქ პატრასიდან ორ ქულას წაიღებდა, მწვრთნელმა სერჟიო სკარიოლომ შენგელია მხოლოდ 14 წუთი ათამაშა. ამ დროში მან 2 ქულა, 4-4 მოხსნა პასი 1 დაფარება მოაგროვა.

22 ქულით მატჩის ბომბარდირი ბოლონიელი აიზია კორდინერი გახდა.

„ვირტუსს“ 9 მოგების წილ 7 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა.