თორნიკე შენგელიამ ევროლიგაზე „ბაიერნთან“ 21 ქულა ჩააგდო #1TVSPORT
თორნიკე შენგელიამ ევროლიგაზე „ბაიერნთან“ 21 ქულა ჩააგდო #1TVSPORT

თორნიკე შენგელიამ ევროლიგაზე მორიგი შედეგიანი მატჩი გამართა. მან „ბაიერნთან“ საშინაო მატჩში 32 წუთში 21 ქულა, 4 მოხსნა და 2-2 პასი და ჩაჭრა მოაგროვა.

თოკოს „ვირტუსი“ კი ბოლო წამებზე დამარცხდა გერმანელებთან. გადამწყვეტ მომენტში შენგელიამ სამქულიანიც ჩააგდო, ორიანიც და საჯარიმოებიც, რის შემდეგაც მისი გუნდი სამი ქულით დაწინაურდა, თუმცა მატჩის ბედი „ბაიერნის“ ორმა ზუსტმა სამქულიანმა გადაწყვიტა. გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა ნეიპიეს მიერ საფინალო სირენამდე 5 წამით ადრე ჩაგდებული სამიანი, რომლის შემდეგაც სტუმრებმა 3-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, რაც უკვე გამარჯვებას ნიშნავდა. საბოლოოდ, 87:84 ბავარიელთა სასარგებლოდ. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდს საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი გორდონ ჰერბერტი წვრთნის.

ნეიპიემ მატჩი 16 ქულით დაასრულა, ხოლო მისმა თანაგუნდელმა ედვარდსმა – 26 ქულით.

„ვირტუსს“ 6 ტურის შემდეგ 1 მოგება აქვს, ევროლიგაზე მომდევნო მატჩს კი 31 ოქტომბერს მილანში გამართავს.