ესპანეთის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალური სერიის მეოთხე შეხვედრა „ბასკონიასა“ და „ბარსელონას“ შორის გაიმართა.
ამ მატჩამდე აღნიშნულ სერიაში მხოლოდ მასპინძლები იგებდნენ და „ბასკონია“ სერიაში წინ იყო – 2:1. „ბარსელონას“ არენაზე მოგება შენგელიას გუნდს ფინალში გაიყვანდა.
„ბასკონიამ“ პირველი ტაიმი 10 ქულით მოიგო, მაგრამ „ბარსელონამ“ მეორე ნახევარი უკეთ ჩაატარა, მეტოქეს მხოლოდ 32 ქულა ჩააგდებინა და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა.
დამატებით დროში სტუმრები დომინირებდნენ და 12:6 მოიგეს, მთლიანად მატჩში 88:82 გაიმარჯვეს, სერიაში – 3:1 და ფინალში მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდებიან.
შენგელია, ამჯერად, სასტარტოში იყო და ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანად ითამაშა – 34 წუთსა და 26 წამში 22 ქულა (6/10 -თამაშიდან, 2/6 – სამქულიანები, 8/10 – საჯარიმოები), 7 მოხსნა და 2 პასი დააგროვა.