თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ ევროლიგის მორიგ ტურში „ბარსელონას“ უმასპინძლა. პირველი მატჩი, რომელიც კატალონიაში გაიმართა, თოკოს თანაგუნდელებს ჰქონდათ მოგებული. როგორც ჩანს, მთავარმა მწვრთნელმა, შარუნას იასიკიევიჩუსმა კატალონიელები განსაკუთრებულად მოამზადა და დამაჯერებლადაც გაიმარჯვა – 92:75.
საინტერესოა ისიც, რომ მესამე პერიოდის შემდეგ „ბარსა“ 35 ქულის სხვაობით იგებდა.
შენგელიამ მოედანზე 17 წუთი გაატარა, 10 ქულა, 4 მოხსნა და ერთი დაფარება დააგროვა, 5-დან ოთხი ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. „ბარსელონას“ ნიკოლა მიროტიჩი გაუძღვა, რომელმაც 17 ქულა ჩააგდო.
„ვირტუსი“ მომდევნო მატჩს 24 თებერვალს შინ „ბასკონიასთან“ გამართავს.