თორნიკე შენგელიამ 17 ქულა ჩააგდო - „ვირტუს ბოლონია“ იტალიის სუპერთასის ფინალში დამარცხდა #1TVSPORT
თორნიკე შენგელიამ 17 ქულა ჩააგდო - „ვირტუს ბოლონია“ იტალიის სუპერთასის ფინალში დამარცხდა #1TVSPORT

ქართველი კალათბურთელის, თორნიკე შენგელიას გუნდი „ვირტუს ბოლონია“ იტალიის სუპერთასის ფინალში „ოლიმპია მილანოსთან“ 96:98 დამარცხდა.

პირველი ტაიმი ბოლონიელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, „ვირტუსი“ მეტოქეს 11 ქულითაც ამარცხებდა, თუმცა მეორე ნახევარში სათამაშო უპირატესობა „მილანოს“ მხარეს გადავიდა.

დამარცხებული გუნდის რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოს ნაკრების კაპიტანი იყო. შენგელიამ მოედანზე 34 წუთი გაატარა, რა დროშიც 17 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

იტალიის ჩემპიონატს „ვირტუს ბოლონია“ 29 სექტემბერს „ტრაპანისთან“ მატჩით დაიწყებს.