თორნიკე შენგელია თვის საუკეთესო მოთამაშედ კარიერაში მეორედ აღიარეს
თორნიკე შენგელია თვის საუკეთესო მოთამაშედ კარიერაში მეორედ აღიარეს

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრებისა და ესპანური „ბასკონიას“ ლიდერი თორნიკე შენგელია „ლიგა ენდესას“ თებერვლის ყველაზე ღირებული მოთამაშეა (MVP)

28 წლის ქართველ ფორვარდს კუთვნილი ჯილდო მიმდინარე სეზონზე უკვე მეორედ გადასცეს.

„ბასკონიამ“ თებერვალში ორი მატჩი ჩაატარა. მალაგას „უნიკახასთან“ შეხვედრაში შენგელიამ 15 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა.

ქართველი კალათბურთელი საუკეთესო იყო „ობრადოიროსთან“ შეხვედრაშიც, სადაც მისი მონაგარი 19 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 4 ჩაჭრაა.

ცნობისთვის, შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო მოთამაშედ კარიერაში მეორედ აღიარეს. პირველად, ეს 2018 წლის ოქტომბერში მოხდა.