ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია, რომელიც ესპანეთის „ლიგა ენდესას“ ერთ-ერთ უძლიერეს გუნდ „ბასკონიაში“ თამაშობს, უკანასკნელი ტურის საუკეთესო მოთამაშედ იქნა აღიარებული.
27 წლის შენგელია თავის გუნდს 21 ქულით, 8 მოხსნითა და 6 პასით დაეხმარა სარაგოსას დამარცხებაში (99-76).
პირველი ტურის შემდეგ, „ბასკონია“ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.