ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 30-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ შინ ურთულეს ბრძოლაში დაამარცხა „მურსია“ – 87:85.
ამ გამარჯვებაში მთავარი წვლილი ქართველმა ფორვარდმა შეიტანა. შენგელიას ფანტასტიკური სტატისტიკა ჰქონდა – 10-დან ცხრა ტყორცნა ჩააგდო თამაშიდან და 11-დან 10 საჯარიმო გამოიყენა, რამაც ჯამში 28 ქულა შეადგინა, რასაც 10 მოხსნაც დაემატა.
შენგელიას ეფექტურობის კოეფიციენტმა 41 ქულა შეადგინა. ამგვარმა სტატისტიკამ ქართველ კალათბურთელს ტურის MVP-ის სტატუსი მოუტანა.
„ბასკონიას“ 21 მოგება აქვს რეგულარულში და მეორე ადგილზეა გათამაშების ცხრილში.